1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს მათემატიკაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ტრადიციულად, გაგაცნობთ რამდენიმე აბიტურიენტს მათგან, ვინც მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო:
თინათინ ციცხვაიამ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა დაამთავრა. მან მათემატიკაში მაქსიმალური, 51 ქულა მიიღო. უმაღლესი შეფასებები აქვს სხვა საგნებშიც - ინგლისურში 69, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი 56 ქულა. ეკონომიკის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას.
სანდრო კუპრაშვილი კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტია. მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური 51 ქულის მიღება შეძლო. მან ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლა დაამთავრა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.
ლიზი მარსაგიშვილი ერთ-ერთი წარმატებული აბიტურიენტია, რომელმაც მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 50-ის აღება შეძლო. მის შესახებ გუშინაც მოგიყევით. სკოლა-პანსიონი აიბი მთიები დაამთავრა. ინგლისურ ენაში 70 ქულის მიღება შეძლო. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება, 55 ქულა აქვს. იგი ინგლისურში ერთიანი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა. სწავლის გაგრძელებას კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს.
აკაკი ძიძიგურმა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 50-ის მიღება შეძლო. მაქსიმალური შეფასება აქვს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ინგლისურში. ამბობს, რომ ეს წლების განმავლობაში მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შედეგია. სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით აპირებს და პროგრამისტობას აპირებს. წყარო
ასევე დაგაინტერესებთ:
კიბოს „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს, რომლებიც გვიანდელი სტადიის მრავალ სხვადასხვა სიმსივნეს ანადგურებს
VIDEO: „კაცმა კვერცხი შეწვა პირველად და აგვიკლო...“ - ნათია ფანჯიკიძე ოჯახურ ვიდეოს აზიარებს
გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი შეფასებები მიიღეს