1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ექიმი უარყოფს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მედიკოსების მიერ დანიშნულ მედიკამენტებს იღებს, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება კალორიული საკვების მიღება.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა წინა ღამის განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა, რომ თითქოს განგაში იყო კლინიკაში და პენიტენციურ სისტემაში. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ძირითად პრობლემად კვლავ რჩება კვება. პაციენტს აქვს უნარი, რომ მიიღოს და გააფართოოს კალორაჟი. იმედი მაქვს, რომ ქალბატონი გიული მოიტანს იმ კალორაჟის შესაბამისი საკვებს, რის რეკომენდაციასაც აძლევს ექიმი. სასწორი არსად არ გატანილა, შეიძლება პალატაში არ არის, მაგრამ ესეც პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე. მატებების შემთხვევაში პაციენტს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, ამიტომ საერთოდ გადავწყვიტეთ, ამ დღეებში წონაზე ყურადღება არ გაგვემახვილებინა“, - აცხადებს ჩხაიძე.