გაიგეთ როგორ მოქმედებს თქვენი და თქვენი მეუღლის სიმაღლე თქვენს ქორწინებაზე

QORWILI

იცით თუ არა, რომ დაბალი ქალები უფრო ხშირად ბედნიერებას მაღალ პარტნიორებთან ქორწინებაში პოულობენ? ამ უჩვეულო ფენომენში გარკვევის მიზნით მეცნიერებმა მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარეს, რომელშიც 7850 ქალი მონაწილეობდა.

გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევარმა კიტა სონმა (Kitae Sohn) დაასკვნა, რომ პარტნიორზე დაბალი ქალები ქორწინებაში თავს გაცილებით უფრო ბედნიერად გრძნობენ. როგორც ირკვევა, ქალების უმეტესობა ყურადღებას, პირველ რიგში, მაღალ მამაკაცებს აქცევს და ეს გენეტიკური კოდი ქალში ევოლუციამ ჩადო.

ქალურობის შეგრძნება

მეცნიერთა მეორე ჯგუფმა კვლევა 601 ქალის გამოკითხვის საფუძველზე ჩაატარა. მათ ქალებს სთხოვეს აეხსნათ, რატომ იყო მათთვის სიმაღლის ფაქტორი ასეთი მნიშვნელოვანი. პასუხების უმეტესობა ასე ჟღერდა:

"დისკომფორტს ვგრძნობ, როდესაც პარტნიორ მამაკაცს ზემოდან დავყურებ“;
„შემიძლია ჩავიცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და არ შემეშინდეს, რომ მამაკაცზე მაღალი გამოვჩნდები“ „მაღალი მამაკაცის გვერდით თავს გაცილებით დაცულად და ქალურად ვგრძნობ“ ა.შ.

მაღალი მამაკაცები უფრო მდიდრები არიან

არსებობს თუ არა კავშირი ადამიანის სიმაღლესა და მატერიალურ კეთილდღეობას შორის? ამის დასადგენად მეცნიერებმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ რაც უფრო მაღალია მამაკაცი, მით მეტი ფული აქვს. საკითხის უფრო დეტალური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ყოველ +2,5 სმ. კაცის შემოსავალს 2-2,5%-ით ზრდის.

მაღალი სოციალური სტატუსი

სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ ტანდაბალი მამაკაცები საზოგადოებაში მნიშვნელოვან სიმაღლეებს იშვიათად აღწევენ. მაღალი მამაკაცები უფრო ხშირად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მიზანს ხშირად აღწევენ.

იდეალური სიმაღლის სხვაობა

პოლონელმა ანთროპოლოგმა ბოგუსლავ პავლოვსკიმ აღმოაჩინა, რომ პარტნიორის არჩევის დროს სიმდიდრე და სოციალური მდგომარეობა გადამწყვეტი ფაქტორები არ არის. მისი აზრით, მთავარი სიმაღლეა. მეცნიერის თეორიის თანახმად, ცოლ-ქმრის სიმაღლეებს შორის 30 სმ სიმაღლის სხვაობა ოჯახურ ბედნიერებას უზრუნველყოფს.

რა თქმა უნდა, ბედნიერი ქორწინება ორივე პარტნიორის მხრიდან ძალისხმევას მოითხოვს და სიმაღლის „ოქროს სტანდარტი“ ცუდ ხასიათს ვერ გამოასწორებს.