„გაღმა ნაპირზე შევხვდებით, ცაფი... მიყვარხარ ცამდე“ - ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

სალომე ბაკურაძე ლაშა ბასლანძე

27 ოქტომბერს, მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

დღეს, ახალგაზრდა ბიზნესმენის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

ლაშას მეუღლემ, სალომე ბაკურაძემ სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა: „გაღმა ნაპირზე შევხვდებით, ცაფი, მიყვარხარ ცამდე, ცაო“, - წერს ის გარდაცვლილი მეუღლის ფოტოებზე.