1740399858
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - ნახეთ განახლებული პროგნოზი

21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
"21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. ქალაქ თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი", - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.