ბაზარში ნაყიდი ჭაჭის არყით, სოჭში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

არაყი

რუსეთში, ქალაქ სოჭში, ჭაჭის არყით მოწამვლის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ტურისტია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულია 2 პირი - 30 წლის და 71 წლის ქალები, რომლებიც ბაზარში, ოჯახში გამოხდილი ჭაჭის სახელით, დაუდგენელი ტიპის, კუსტარულად დამზადებულ ალკოჰოლურ საშუალებებს ყიდდნენ. სასამართლომ მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ქალებმა იცოდნენ, რომ ალკოჰოლური სასმელი უსაფრთხო არ იყო, თუმცა მაინც ეწეოდნენ მის რეალიზაციას. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ პირს მიჰყიდეს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი.