როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთის დაბლობში 26-31 გრადუსს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთის ბარში 30-35 გრადუსს. რაც შეეხება თბილისს, აქ ტემპერატურა 34 გრადუსი იქნება.