1742145531
გაფრთხილება მძღოლებს! - 17 და 18 მარტს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები.
რის გამოც, 2025 წლის 17 და 18 მარტს, 07:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ133-კმ149 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.