1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„პირველი არხის“ სპორტის მიმართულების პროდიუსერს, მარიცა კვანტალიანს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
პირველი არხის რეპორტიორი კახა ჯანაშვილი მარიცას ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„მარიცა, რომ გავიცანი, იმაზე პატარა იყო, ვიდრე ამ სურათებში. მოციმციმე თვალებით, ჭკვიანი და ლაღი ბავშვი იყო. იცოდა, რომ ტელევიზიაში ვმუშაობდი და სულ მეკითხებოდა, როგორი იყო სტუდიები, სამუშაო პროცესი აინტერესებდა. ვუყვებოდი სტუდიის შესახებ, კადრის კომპოზიციაზე და ვუხსნიდი, ჟურნალისტის და ოპერატორის, ერთიანი შერწყმის შესახებ. მარიცა კი თავისი მოციმციმე თვალებით, აღფრთოვანებული მისმენდა. იქვე ვხედავდი, რომ ეს ბავშვი, თავის ოცნებას მიაღწევდა და ასეც მოხდა. ისწავლა, იშრომა, კონკურსებში გაიმარჯვა და აიხდინა ოცნება. მარიცა მუშაობდა იქ, სადაც ყველაზე მეტად სიამოვნებდა და უყვარდა ყოფნა. მისი ცხოვრება, თითქოს უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ...
უფალსაც კარგი უნდაო და შენც აღარ ხარ ჩვენთან! გაფრინდი უსასრულობაში და დაგვიტოვე ყველას დაფლეთილი გულები, რადგან კანონზომიერება დაირღვა და შენ ჯერ კიდევ, ამ პლანეტაზე უნდა დარჩენილიყავი. შენ, ყველას სჭირდებოდი, განსაკუთრებით დედაშენს და შენს ქმარს - შოთის.
მშვიდობით, ჩემო მარიცა! მშვიდობით, მეგობარო, მშვიდობით, შვილო და როგორ მენანები მაგ მიწისთვის! შენ, უნდა გაგეხარა და ბედნიერად გეცხოვრა, ამ პლანეტაზე. შევხვდებით, ალბათ იქ , სადღაც უსასრულობაში, უფალთან. იმედი მაქვს, იქ მაინც იქნები ისე, როგორც შენ გინდოდა“,-წერს კახა ჯანაშვილი.
ნახეთ ვიდეო კოლაჟი, რომელიც ახალგაზრდა ქალის ყველაზე ბედნიერ მომენტებს ასახავს.