1740372372
„გადამიღე, რა ილეთი გავაკეთოო...“ - ვრცელდება ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ბიჭის უკანასკნელი ვიდეო

ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 გეგუთელი ბიჭი და ლანჩხუთელი გოგო, ეკატერინე სანიკიძე.
ავარიისას, მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი გოგო, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭის უკანასკნელი ვიდეო ქვეყნდება:
„ლაშუ ყველაზე პოზიტიურო. გადამიღე მარი რა ილეთი გავაკეთოო... როგორი თბილი და ღიმილიანი იყავი არასდროს დამავიწყდები ლაშუ“.
ნახეთ, ვიდეო:
ასევე ნახეთ: როგორია მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმი ცისანა შარტავას განმარტება
„აფრინდა, დედი, ჩემი რეისი, სულ რამდენიმე საათი და ჩაგეხუტები“ - ავარიაში დაღუპული ბიჭის დედა