ფშაველი–აბანო–ომალოს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

ომალო

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და მოსალოდნელი ლიპყინულის
წარმოქმნის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო
გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე დასაშვებია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე)
ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო
კმ12-კმ38 და კმ46-კმ72 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

✕