ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
1795158379
საქართველოს ფოსტა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
ჩვენთვის ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ამ ტრაგედიის სიმძიმე, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრი, ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა.
ჯაბა საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე მუშაობდა. ის იყო ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგული. ჯაბას გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.