იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროს რაჟდენ კუპრაშვილსა და მის მოადგილეებს უმასპინძლეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს. მხარეებმა ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ყურადღება გამახვილდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.