პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება სხვადასხავა მედიასაშუალების მორიგ უპასუხისმგებლო და მანიპულაციაზე დაყრდნობილ ინფორმაციასა და გასულ სიუჟეტებს, რომლებიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხებოდა.
ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რიგი ტელეკომპანიების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე. წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყანას და მის რეპუტაციას მიადგეს ზიანი.
ტვირთების კონტროლის პროცედურებზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის 7 ივნისს გამართულ ვებინარზე და ის ფაქტი, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურმა სანქციების შესაძლო წესის დარღვევის ეჭვით 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა, ადასტურებს სწორედ იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მკაცრად კონტროლდება.
საქართველოს მიერ განხორციელებულ თითოეულ ნაბიჯზე, რომელიც ეხება საეჭვო ტვირთების კონტროლს, სრულად არიან ინფორმირებულები ჩვენი პარტნიორები, როგორც აშშ-დან აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნებიდან.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესებიდან სამ თვეზე მეტია გასული, საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით. (იხ. მიმდინარე წლის 3 ივნისის განცხადება:https://www.rs.ge/NewsArchive?newsId=657 ).
ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აღნიშნულ მედიასაშუალებებს შეწყვიტონ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის დეზინფორმირება, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით.