ფერისცვალების წინადღესასწაულის ტროპარი, რომელიც 5 აგვისტოს უნდა წაიკითხოთ

ლოცვა

ტროპარი

ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენირებისათა.

კონდაკი

დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოთ განბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერს ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.