„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში ტრადიციული დოღისთვის ემზადებიან. მასში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ. დოღის ტრადიციას ბახმაროში გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მიზანი კურორტის პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა.
ვინ დაეუფლება ბახმაროს თასს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. დაგეგმილია ასევე გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის, ადგილობრივი მეწარმეების, გურული მეღვინეების ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა. საღამოს კი ბახმაროს სკვერში ჯგუფ „ურსას“ კონცერტი გაიმართება.