თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ისევე როგორც სრულიად საქართველო, ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. მყისიერად გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა ვერცხლის მონეტა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
მან ლიეტუვის ზარაფხანაში დამზადებულ მონეტებზე ისაუბრა.
„ისევე როგორც სრულიად საქართველო, ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. მყისიერად გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა ვერცხლის მონეტა, რომლის დიზაინიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შეიქმნა. მონეტაზე გამოსახულია ახალი საფეხბურთო მაისური, რომელიც ჩვენი ნაკრების რებრენდინგის პროცესში შეიქმნა და მოუთმენლად ველით ამ მონეტის საქართველოში ჩამოსვლას“, - განაცხადა თურნავამ.
ამასთან, მონეტები დამზადდა როგორც ვერცხლის, ასევე ოქროსი, რომელთაც ორივე მხრიდან, ზედაპირზე ფერადი დეტალიც აქვთ, რითაც ისინი უფრო ღირებულია. გამოსახულია ნაკრების გერბი და წარწერა - „მე ვარ საქართველო“.
ლიეტუვის ზარაფხანაში დამზადებულ მონეტებს საქართველოში უახლოეს ხანში ჩამოიტანენ. დაგეგმილია 10 ათასი ვერცხლისა და 1 500 ოქროს მონეტის გამოგზავნა. მონეტებზე დიდი მოთხოვნილების გამო, ეროვნული ბანკი მათი გაყიდვის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას დამატებით აცნობებს.
საქართველოს ეროვნული ბანკმა „ევრო 2024“-ში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობის აღსანიშნავად, უმაღლესი სინჯის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები შექმნა, რომლის გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება.