1764274437
„ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის“ - ნევროლოგი წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს
ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი საუბრობს, რა კავშირია წნევასა და თავის ტკივილს შორის და რა ითვლება ნორმად.
მისი თმით, "კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება" - ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის.
„წნევას საერთაშორისო ნორმა აქვს და არ არსებობს ქართული ნორმა. მაგრამ, თუ ვინმეს დაბალი წნევა აქვს და 120-ზე ცუდად არის, ესე იგი, ცუდად რომ არის, იმიტომ აქვს 120. 120, 130, 180 თავის ტკივილის მიზეზი არასდროსაა. მაგრამ, თავის ტკივილის დროს გამოიყოფა ისეთი ჰორმონები, ისეთი ნეიროშუამავლები, ადრენალინი, რომელიც წნევის მომატებას იწვევს. წნევა არის თავის ტკივილის შედეგი და არა მიზეზი. წელიწადი გავა, ჩვენთან, კლინიკაში, თავის ტკივილის სიმპტომით ათასი პაციენტი მოვა და შეიძლება, ერთხელ არ დამჭირდეს კისრის გადაღება. ელექტროენცეფალოგრაფია მჭირდება იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ნიშნები არსებობს.











