„ეს შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზი აღმოჩნდეს და პირიქით გავაუარესოთ მდგომარეობა…“ – პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

თეო ტაბატაძე

პედიატრი, თეო ტაბატაძე სიცხის დამწევებთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს.

სპეციალისტს მივმართოთ და გადავამოწმოთ, რომელი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ ბავშვებისთვის:

„ორი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ პატარებში სიცხის კონტროლისთვის, ეს გახლავთ პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფი. ხანდახან არის ხოლმე, რომ ეს ჯენერიკი ნივთიერებებია, მაგრამ კომერციული, გასაყიდი სახელი სხვადასხვა ჰქვია და შესაძლოა, რომ ორივე ერთსა და იმავე ჯგუფს იყენებდეს პაციენტი სხვადასხვა სახელით მაგალითად პარაცეტამოლს, რაც შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზი აღმოჩნდეს და პირიქით გავაუარესოთ მდგომარეობა. ან პირიქით იბუპროფენს იყენებდეს პაციენტი ორმაგად, რაც არ არის სასურველი.
ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ თუ არის მწვავე მიმდინარეობა, განსაკუთრებით თუ ეჭვი არის იმ ვირუსზე, რომელიც ახლა არის გავრცელებული, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის შემდეგ რეკომენდაციებისთვის მაინც დაუკავშირდეთ სპეციალისტს…“, – ამბობს პედიატრი.