„ეს რა არის?! თოვლივით დევს...“ - ვრცელდება ძლიერი სეტყვის კადრები ქვემო ქართლიდან

სეტყვა

ცოტა ხნის წინ, ძლიერი სეტყვა იყო ქვემო ქართლშიც.

სტიქიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეო მარნეული -თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების, თელეთისა და კუმისის მონაკვეთზეა გადაღებული.

 ამ ეტაპზე უცნობია, რა ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს სტიქიისგან.

ცნობისთვის, ძლიერი სეტყვა იყო კახეთშიც. სტიქიამ საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა.