1787415599
ეს პოპულარული შინაური ცხოველი ბავშვებში ფსიქიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული - კვლევა
შინაური ცხოველები შესაძლოა დაეხმარონ ბავშვებს ემპათიის, პასუხისმგებლობისა და ემოციური თვითრეგულირების უნარების განვითარებაში. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კავშირი შინაურ ცხოველსა და ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის შესაძლოა ცხოველის სახეობაზე იყოს დამოკიდებული.
მკვლევრებმა გააანალიზეს პროექტ INMA-ს მონაცემები - ეს გახლავთ მსხვილი კვლევა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებზე დაკვირვება დედის ორსულობის პერიოდიდან 6-7 წლის ასაკამდე მიმდინარეობდა. ანალიზი დაახლოებით 1900 ოჯახს მოიცავდა. წერს Independent.
საოჯახო მეურნეობების ნახევარზე მეტს - 52.3%-ს ჰყავდა შინაური ცხოველი. ძაღლები ოჯახების 19.1%-ს ჰყავდა, კატები - 8.7%-ს, ფრინველები - 14.8%-ს, ხოლო სხვა ცხოველები, მათ შორის ზღვის გოჭები, კურდღლები, კუსა და თევზები - 28.6%-ს.
მკვლევრები სწავლობდნენ შესაძლო კავშირს შინაურ ცხოველებსა და ბავშვებში შფოთვას, დეპრესიულ გამოვლინებებსა და აგრესიას შორის.
ყველა მონაცემის გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ 4-5 წლის ბავშვებს, რომლებსაც სახლში კატა ჰყავდათ, ფსიქოლოგიური სირთულეები უფრო მეტად აღენიშნებოდათ, ვიდრე სხვებს.











