66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
თინა იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, - ამის შესახებ თბილისი ენერჯი წერს.
„მეზობელმა გაზის სუნი იგრძნო სადარბაზოში და 114-ში დარეკა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ბიჭებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაზის სუნი დაკეტილი ბინიდან გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა და გაზის დანადგარები მოხსნილი იყო. ღიად დატოვებული რეზინის მილიდან კი გაზი ჟონავდა. რომ არა ყურადღებიანი მეზობლები კორპუსი დიდი ალბათობით აფეთქდებოდა.
მადლობა კორპუსის მაცხოვრებლებს, ვინც ოპერატიულად დაგვირეკა 114-ში და შემთხვევის შესახებ შეგვატყობინა. სტატისტიკურად გაზით აფეთქების შემთხვევები ყოველთვის ხდება ადამიანების უყურადღებობით, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას.“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.