„ჯარიმა 500 ლარია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1777461872
ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე – იმ მომენტზე, როდესაც მშობელს შვილთან საუბრისთვის დრო არ აქვს.
მისი თქმით, როდესაც ბავშვი დღის შთაბეჭდილებების გასაზიარებლად მოდის და მშობელი პასუხობს ფრაზებით, როგორიცაა „მოიცა, ახლა არ მცალია“ ან „მერე მომიყევი“, ეს ბავშვის ემოციურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
ფსიქოლოგი ამგვარ ქცევას მკაცრად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს „დანაშაულია საკუთარი შვილის წინაშე“.
„პირდაპირ გეტყვით, ეს დანაშაულია საკუთარი შვილის წინაშე. 15 წუთით გადაავადეთ თქვენი სარეცხიც, ჭურჭელიც, დალაგებაც. დაუჯექით და უთხარით: “დედიკო, რა მაგარია, მომიყევი, არსად მეჩქარება, გისმენ.” თუ ვაჩქარებთ და ვეუბნებით, “დროზე მომიყევი”, შეიძლება, ენაბორძიკობაზე გავიდეთ. იმიტომ, რომ მას ემოციის გაზიარება სჭირდება, თქვენ გეჩქარებათ იმიტომ, რომ რაღაც გაქვთ გასაკეთებელი და ის ცდილობს, სწრაფად გითხრათ. აქ უკვე სხვა პრობლემამდე მივდივართ.
ემოციის გაზიარების საჭიროებით მოდის. არც დარიგებას გთხოვთ, არც რჩევას, უბრალოდ გიზიარებთ საკუთარ ემოციას. დღეს, უკიდურესად სტრესულ გარემოში, ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტია, რომლის პირველი ნიშანი თვითშემეცნება და ემოციების მართვაა კომუნიკაციის პროცესში. ხვალ აღარ მოვა. ქუჩაში გავა, მეგობართან იტყვის, მეგობრის დედასთან წავა, რომელიც მოუსმენს. მერე ვსაყვედურობთ, რატომ ვშორდებით ჩვენს შვილებს...“, – ამბობს ფსიქოლოგი.