"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ISFED-ის მიერ ჩატარებული კვლევა მანიპულაციურია იმ ონლაინ მედიაორგანიზაციებისთვის, რომელთაც აღნიშნული კვლევა ეხება. "კურიერი" რამდენიმე აღნიშნული მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელებს ესაუბრა, მათ შორის, "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელს, რომელიც კვლევას მედიაზე თავდასხმად აფასებს.
"ეს არის ტიპური მანიპულაცია, იმიტომ, რომ ცხრილი, რომელიც არის გამოქვეყნებული, სადაც პირველ ადგილზე არის "პრაიმ ტაიმი" და დიდი ასოებით აქვს მიწერილი 222 618 ათასი ლარი, ქვემოთ კი წვრილად არის მიწერილი, რომ არის 6 წელზე. ეს არის წელიწადში 37 000 ლარი, თვეში კი 3 000 ლარი. იმხელა პლატფორმა, როგორიც არის "პრაიმ ტაიმი" და რომელიც TOP.GE-ზე არის პირველ ან მეორე ადგილზე, თავისთავად ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის, სახელისუფლებო იქნება თუ ოპოზიციური, საინტერესოა, რომ რეკლამა შემოიტანოს იქ, გინდ პოლიტიკური იყოს ეს რეკლამა, გინდ - ბიზნესის. აქედან გამომდინარე, როდესაც ორგანიზაციას აქვს პრეტენზია სამართლიანობაზე, როგორც მე ჩამოვთვალე, ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო ჩამოთვლილი, რომ ეს არის - 6 წელი, წელიწადში 37 000 ლარი, თვეში - 3 000 ლარი. როდესაც ამას არ აკეთებ, ეს არის თავდასხმა მედიაზე და პროფესიული რეპუტაციის შელახვის მცდელობა. როდესაც ორგანიზაციას ჰქვია "სამართლიანი არჩევნები," ამას არ უნდა აკეთებდეს," - განაცხადა "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელმა, თაკო ფხაკაძემ.
ცნობისთვის, ISFED-მა გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც საუბარია 25 საინფორმაციო სააგენტოზე, რომლებიც, ISFED-ის მტკიცებით, "ქართულ ოცნებასთან" პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. სტატიაში წერია, რომ 2019-2025 წლებში მმართველმა პარტიამ 22 ორგანიზაციას მთლიანობაში მილიონ-ნახევარი ლარი გადაუხადა.