1692302192
,,ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა... მე-5 წელია მეეზოვედ მუშაობს - არც ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს..." - გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში 22 წლის ბადრი ჭუმბურიძის შესახებ წერს, რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს.
გოგა ჩანადირი ახალგაზრდას საჯარო მადლობას უხდის.
,,ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა.
უკვე მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს.
დედაენის ბაღი რომ სუფთაა, მისი დამსახურებაც არის.
მხოლოდ ხელფასი არ ყოფილა მიზეზი მეეზოვედ მუშაობა რომ დაეწყო.
რომ ვხედავდი, ხალხი ნაგავს ყრიდა, გადავწყვიტე, მე დამესუფთავებინაო - მეუბნება ბადრი.
სამაგალითო ბიჭია. არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს. ყოველდღე ასუფთავებს ჩვენს ქუჩებს.
დიდი მადლობა, ბადრი!", - წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.