ერთხელ ჰკითხეს, შესაძლებელი რომ იყოს რას შეცვლიდა ცხოვრებაში - „მხოლოდ შვილის ჯანმრთელობას“ - ნაკლებად ცნობილი ამბავი ეთერ თუთბერიძეზე

ეთერი თუთბერიძე

მას შემდეგ, რაც რუსი მოციგურავე, კამილა ვალიევა დოპინგ სკანდალში გაეხვია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მისი მწვრთნელი, ეთერი თუთბერიძეც აღმოჩნდა.

ქართველმა მკითხველმა ცოტა რამ თუ იცის ეთერ თუთბერიძის შესახებ. ერთ-ერთ ინტერვიუში "სასტიკ“ მწვრთნელად მონათლული ქართველი ქალი შვილის შესახებ საუბრობს. მის ერთადერთი ქალიშვილს არასწორი მკურნალობის გამო, ახლა განუკურნებელი დაავადება აქვს. როგორც ეთერი ამბობს, გოგონას სმენა არასწორად დანიშნულმა ანტიბიოტიკმა დაუქვეითა. მაშინ მისი ქალიშვილი დიანა 2.5 წლის იყო.

​გადაცემაში მიწვეულ სტუმარს, წამყვანმა ჰკითხა: შესაძლებელი რომ იყოს, რას შეცვლიდა მის ცხოვრებაში?- „მხოლოდ შვილის ჯანმრთელობას“,- უპასუხა ეთერიმ.

მიუხედავად განუკურნებელი პრობლემისა, დიანა აქტიურად არის ჩაბმული სპორტში. „რასაც ყურით ვერ აღიქვამს, ტუჩების მოძრაობით აღიქვამს“,- ამბობს დედა. თავიდან დიანა ფიგურულ სრიალში ერთეულებში გამოდიოდა და მას დედა ავარჯიშებდა. 13 წლის ასაკში კი ყინულზე ცეკვის კატეგორიაში გადავიდა.