დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქუთაისი ორ მოკლულ მეგობარს გლოვობს.
სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ, რომ ორი ახალგაზრდა ერთმა ტყვიამ იმსხვერპლა.
„ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, ერთი ტყვიით დაიღუპა ორივე...“
დაღუპულს შორის ერთ-ერთი მოკლული ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მებურიშვილია. ის წლების წინ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება, რომ ინციდენტი სამ მეგობარს შორის ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მეგობრები რესტორანში ქეიფობდნენ, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფები რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და სავარაუდოდ, შემთხვევით, ერთი გასროლით ორი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა.
პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.