VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ზემო ლარსის გამშვები პუნქტთან რუსეთიდან საქართველოში შესასვლელად დღეს, დილის 06:00 სთ-ის მდგომარეობით, 2500 მსუბუქი ავტომობილი დაგროვდა, საიდანაც ერთ დღეში 1 890 ავტომობილი იქნა გაფორმებული. ამის შესახებ ფედერაციის საბაჟო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია.
აქვე, სატვირთო ავტომანქანების რაოდენობამ გამშვებ პუნქტთან ამ პერიოდსთვის 600 ერთეული შეადგინა, საიდანაც ერთ დღეში 176 ავტომობილი იქნა გაფორმებული.
ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით ერთ კვირაში 37 500-ზე მეტმა მანქანამ და 115 500-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა საანგარიშო კვირასთან შედარებით 23,3%-ით მეტია.
სულ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 3,5 ათასი ავტომობილი და 1,3 ათასი სატვირთო მანქანა დაგროვდა.