ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს

ფოტო

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს. მათ ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

ფიცის დადების ცერემონიალზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

✕