1739342153
ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება შეწყდა
![შსს შსს](https://primetime.ge/uploads/files/2022/01/06/501/shss_w_h.jpeg)
ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება შეწყდა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
,,2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე.
შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.