რა ხდება ამ წუთებში რიკოთის უღელტეხილზე - ბოლო ინფორმაცია
1732801224
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.
„ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებელი დიდი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. ჩვენ გვაქვს ილია ჭავჭავაძის კაბინეტი მისი პირადი ბიბლიოთეკითა და მაგიდით, მაგრამ ამ შენობის ფასადი არ არის კარგ მდგომარეობაში, რაშიც მერიის თანადგომა დაგვჭირდება“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან ერთად დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, გამოცემები, საჯარო ლექციები. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სამიზნე ჯგუფი სწორედ ახალგაზრდობაა. ამ თანაშრომლობის შედეგებს, იმედია, მალე ვიხილავთ“, - თქვა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.