ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
ერევანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძემ. შესრულდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნები.
საქართველოს საელჩოში გამართულ მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.