ექსკლუზივი: "ბედნიერებისთვის ერთი თეთრის დაზოგვაც არ ღირს..." - მერსი სულხანიშვილი

მერსი

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა მერსი სულხანიშვილმა გამოწმერებს სიახლე გაუზიარა და მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. უფრო ვრცლად ამ სიახლის შესახებ მერსიმ «პრაიმ ტაიმის» მკითხველს უამბო.

- მკერდის აუგმენტაციის გაკეთება გადავწყვიტე ერთი წლის წინ. პლასტიკური ქირურგიაც ვითარდება და რადგან ბაზარზე გვთავაზობენ ისეთ იმპლანტებს, რომელიც ბევრად სანდოა და ხშირად შესაცვლელი არ არის, ამიტომაც მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება. აღმოვაჩინე, რომ შეგიძლია მკერდი გაიდიდო ინპლანტით მაქსიმუმ 30 წუთში, ნარკოზიც კი არ გამიკეთებია და 22 წუთი გაგრძელდა ოპერაცია, როცა ნაკერებს მადებდნენ ტელეფონზეც კი ვლაპარაკობდი საქმეზე.

მერსის თქმით, ოპერაციის ფასი 10 000 დოლარს შეადგენს, თუმცა, ახლა თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობს და თვლის, რომ ამ სიამოვნებისთვის ერთი თეთრის დაზოგვაც არ ღირს.