ექიმის ინფორმაციით, 21 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კვლავ სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკა

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კვლავ სტაბილურია.

როგორც ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ხარაიშვილმა განაცხადა, პაციენტი ისევ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

„უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია. თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.