„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს 07:00-იდან 07:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახატანი, საგურამო, ზაქარო, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, ტყანჭიქედი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წილკანი, ახალდაბა, ნატახტარი, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, ზემოუბანში, სოფელ თელოვანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, სააკაძის, სამხედროს, თეატრონის, მირიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.