1734813647
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 იანვარს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის ქალაქ ჟინვალში;
11:00-დან 17:00 დაათამდე აბონენტებს მცხეთაში კოსტავას, მამულაშვილის, აღმაშენებლის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ხეობა, წითელი კლდე, დოლოშა, კენჭაკლდე, ვარცლა და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში თამარ მეფის, ქუსნოს, ხაწირის, კვეტერის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.