1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
,,გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 იანვარს 10:30-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში, შოთა რუსთაველის, ფიროსმანის, გურამიშვილის ქუჩებზე, ჩარგალეთში, ქედის უბანში, ხოლო 13:00-დან 17:30 საათამდე - აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, შერმადინის, ვახტანგ ცინცაძის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, ილია შეყლაშვილის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩილიპირებში.
12:00-დან 13:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ბურიანი, გალავანი, ბიწმენდი, კოტორაანთკარი, საგურამო, ჯიღაურა.
11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, ბალებისხევი, მელიასხევი, ევჟენტი, ბოკონი, სიონთგორი, ხევსურთსოფელი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: დევენაანთხევი, საყდრიონი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ,,ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.