,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კორშა, მაღაროსკარი, გომეწარი, შუაფხო, კაწალხევი, დათვისი, ჩარგალი, უძილაურთა და მიმდებარე სოფლებში;

11:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში წერეთლის, დიდგორის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში ბაჩანას, ერეკლეს, ყვავილის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.