,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

თელასი

,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს შუქის გათიშვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

,,28 სექტემბერს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთასა და ზაჰესში.

კერძოდ: სამხედროს, ღვინჯილიას, მუხრანის, აღმაშენებლის, წიწამურის, პლატინის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კაიშაურები, მთა ვარცლა, არახვეთი, სეთურნი, ამირნი, ხადა, სალაჯური და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.