,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს 01:00 საათიდან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში, გლდანის მასივში, გიორგიწმინდაში, თბიღვინოს მებაღეობასა და მიდებარე ტერიტორიაზე;

11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბოდორნა, წითელი კლდე, აგატი, მიგრიაულები, კენჭაკლდე და მიმდებარე სოფლებში;

11:00 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.