1774033649
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 და 23 მარტს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
„21 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, ფარნავაზის, იოსელიანის და მიმდებარე ქუჩებს, აგრეთვე სოფლებში ბაზალეთი, მილახვრიანი, მლაშე, კობიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, გრიგოლაანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში; 23 მარტს 11:00-დან 11:05 სათამდე და 18:00-დან 18:05 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფასანაური, ლუთხუბი, მენესო, ჭართალი, მუგუდა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.











