1764274437
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ნოემბერს 11:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, არმაზი, შიომღვიმის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტეფანწმინდა, სიონი, არშა, გორისციხე და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, რუსთაველის, კარიბჭის, კოსტავას და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მენესო, დგნალი და მიმდებარე სოფლებში.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.











