1745354176
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთასა და მცხეთის რაიონის სოფლებს, დუშეთსა და დუშეთის რაიონის სოფლებს და სოფელ დიღომს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს, 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. დუშეთში რუსთაველის, სტალინის, ბუხაიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭიკაანი, ხევშა, ჟინვალი, უნდილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახტანგ სონღულაშვილის, ალ. ცაგარელის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში არსუკიძის, აღმაშენებლის, ქართლის, კოსმონავტების და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 15:40-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წოდორეთი, პანტიანი, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.