„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

21 თებერვალს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში - ხატაეთის, ვახტანგ ჭელიძის, ფატმანის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში: არაგვისპირი, წითელი კლდე, ხეობა, აგატი, ჩინთი, გურგალველი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.