„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 დეკემბერს 10:00-იდან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი, ნაფეტვრები, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება.