„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთის, მცხეთისა და თიანეთის სოფლებს მოიცავს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს 11:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ანანური, ციხისძირი, ფიტავი, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: მაგრანეთი, ორხევი, სიონი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.