ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1732558985
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გამორიცხა ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ, რაც პეტიციამ არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ორი მილიონი ხელმოწერა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
პეტიციაში ნათქვამია, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ვინაიდან „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უარი თქვა საარჩევნო დაპირებებზე. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში არჩევნები ოთხი თვის წინ გაიმართა.
„არ მიკვირს, რომ ბევრ მათგანს ხელახალი არჩევნები სურს. ჩვენი სისტემა ასე არ მუშაობს. ასე რომ, ჩემი ყურადღება გამახვილებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ყოველდღიურად უნდა მივიღო“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.