„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში კეცხოველის, ენერგეტიკების, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.