1728499899
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს და ინფორმაციას ავრცელებს.
„გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, 13 იანვარს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაგრანეთი, ქვემო და ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო, სიონი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.“ - ნათქვამია განცხადებაში.