1784961168
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზის მუშაობა შეფერხდა
საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხდა.
შეფერხებით მუშაობს საქართველოს რკინიგზაც.
თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დილის დაახლოებით 08:00 საათისთვის გაითიშა.
თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა 24 ივლისს 01:00 საათზეც. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. სემეკმა 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.









